18.ოქტომბერი .2019 09:00

დღეს ბიზნესომბუდსმენი შრომის კანონმდებლობაში ცვლილებებზე კერძო სექტორს შეხვდება

views 457
უკან

დღეს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საქართველოში მოქმედ ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებსა და შრომის უსაფრთხოებაზე ახალი ტექნიკური რეგლამენტის პროექტზე იმსჯელებენ.

შეხვედრა 15:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება.