მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს და ხვალ სახელისუფლებო გუნდი განვითარების 10-წლიან გეგმაზე იმსჯელებს

60cda003b7600
თამთა ჯიჯავაძე
19.06.21 11:26
925
დღეს და ხვალ (19-20 ივნისს) სასტუმრო "ბორჯომი ლიკანში" საპარლამენტო უმრავლესობის და მინისტრთა კაბინეტის გასვლითი სხდომა გაიმართება.

შეხვედრაზე ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმას განიხილავენ. 

ცნობისთვის, ქვეყნის განვითარების 10–წლიანი სტრატეგიის შექმნა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დაპირებაა, რომელიც მან ჯერ კიდევ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დადო. ღარიბაშვილმა თქვა, რომ პრემიერად დამტკიცების შემთხვევაში 100 დღეში ქვეყნის განვითარების საკუთარ ხედვას წარადგენდა.