მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იხსნება

5e2551f465986
ნათია თაქთაქიშვილი
20.01.20 11:08
1380
20-24 იანვარს, შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) გაიმართება. წელს პირველი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ ტრადიციულად, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი არის პლატფორმა საერთაშორისო დისკუსიების და მოლაპარაკებებისთვის, რაც მიზნად ისახავს სამომავლო წარმატებულ ბიზნეს-გარიგებებსაც. ამის შესახებ BBC წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, 2020 წელის ფორუმის სადისკუსიო თემებს წარმოადგენს: როგორ ვუპასუხოთ კლიმატის ცვლილებებს და დავიცვათ ბიომრავალფეროვნება, როგორ ავიცილით თავიდან „ტექნოლოგიური ომები“, როგორ უზრუნველვყოთ მომავალი ათწლეულის განმავლობაში ადამიანის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება.

წელს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის საპატიო სტუმრებს შორის ელოდებიან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, დარა ხოსროვშაჰის, უბერის ხელმძღვანელს და ახალგაზრდა ეკო-აქტივისტს გრეტა ტუნბერგს, ხოლო რეგულარულ სტუმრებს შორის არიან მილიარდერი ფინანსისტი ჯორჯ სოროსი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი ტონი ბლერი, Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი და U2-ის სოლისტი მომღერალი ბონო.

შეგახსენებთ, რომ დავოსის ეკონომიკური ფორუმი 1971 წელს შეიქმნა; 1971 წლიდან 1986 წლამდე ორგანიზაციას „მენეჯმენტის ევროპული ფორუმი“ (European Management Forum) ეწოდებოდა. 2015 წელს ის აღიარეს საერთაშორისო ორგანიზაციად. როგორც წესი, ეკონომიკურ ფორუმს (WEF), დაახლოებით, 3000 ადამიანი ესწრება; საშუალოდ, მათი მესამედი ბიზნეს სექტორის წამომადგენლებია. თუკი თქვენ მიწვეული სტუმარი ბრძანდებით, ფორუმი უფასოა, სხვა შემთხვევაში, WEF-ის წევრობის საფასური 480,000 ფუნტია.