მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს “ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელ.ენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

5ff308ef1dad8
თელარა გელანტია
05.01.21 00:05
1271
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება “ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

კერძოდ, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, 11:15-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში: გველეთი, დარიალი, ლარსი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.