მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, „ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

62fa4024078dc
BM.GE
16.08.22 09:00
817
„ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს, დღეს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. 

კერძოდ, კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 აგვისტოს 12:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ბიჩნიგაურები, არანისი, მღვიმე, არაგვისპირი და მიმდებარე სოფლებში;

15:45-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ტუშურები, ჟებოტა, ახალსოფელი, ჯიჯეთი, ალაჭანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.