დღეს, დედაენის ბაღში, ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, ორდღიანი აგრარული ბაზარი, სახელწოდებით - „უნიკალური ქართული გემო“ - გაიხსნება.
FAO-ს ცნობით, აგრობაზარი ორი დღის განმავლობაში 25 და 26 ივნისს 16 საათიდან 21:00 საათმდე გაიმართება და მასში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული 40-ზე მეტი მეწარმე და ფერმერი მიიღებს.
ყველი, თაფლი, მურაბები, საწებლები, ფქვილი და ხორცპროდუქტები - ეს მცირე ჩამონათვალია იმ პროდუქტების, რომლებიც ღონისძიებაზე იქნება წარმოდგენილი.
"თბილისურ ბაზარზე მოსული დამთვალიერებელი აღმოაჩენს ნიშურ აგროპროდუქტებს, რომელთა უნიკალურ გემოვნურ თვისებებს მათი ადგილწარმოშობა - ისტორიული, კულტურული თუ ტერიტორიული მახასიათებლები განსაზღვრავს.
ღონისძიების მონაწილე ფერმერები FAO-ს, ევროკავშირის და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების ბენეფიციარები არიან. პროექტების ფარგლებში ფერმერთა დახმარება ხორციელდება როგორც აგროგანათლების, ისე საგრანტო თანადაფინანსების კუთხით", - ნათქვამია FAO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიების გახსნას FAO-ს, ევროკავშირის და პარტნიორი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენელები დაესწრებიან.
აგრობაზრობა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროკავშირის მხარდაჭერით, EU4Business ინიციატივის ფარგლებში იმართება, რომლის სახელწოდებაა „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი