დღეს 14:00 საათზე თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ეკონომისტი და მოაზროვნეთა გუნდის - “რა?სად?როდის?” ლიდერი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე საჯაროდ აიცრება.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, დღესვე, 12:00 საათზე თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გაიკეთებს ვაქცინას.
ცნობისთვის: გიორგი ბაქრაძე და ნინო ლომჯარია ჯანდაცვის სამინისტროს კამპანიის ფარგლებში აიცრებიან, რომლის მიზანია, ვაქცინაციის პოპულარიზაცია და საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობის შეცვლა.
შეგახსენებთ: საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.