მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს “ისტორია ვაინის” პრეზენტაცია გაიმართება - რა გეგმები აქვს ბრენდს?

6479d6f966071
ნანუკა ნარიმანიძე
02.06.23 15:59
783
2 ივნისს, საღამოს 21:00 საათზე სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi-ში “ისტორია ვაინის” ბრჭყვიალა სასმლის პრეზენტაცია გაიმართება - ამის შესახებ ბრენდის თანადამფუძნებლებმა ნათია მამალაშვილმა და ანა კამინსკენემ გადაცემა “ქალების ნარატივში” სტუმრობისას ისაუბრეს.

“გვსურს, ხალხმა სწორად გაიგოს, რას ვამზადებთ და რას ვთავაზობთ მათ, სწორედ ამაზე ვილაპარაკებთ, ამასთან, გვექნება დეგუსტაცია, გათამაშებები და ა.შ”, - განმარტა ანა კამინისკენემ. ამასთან, დამფუძნებლებმა ბრენდის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

“ჩვენი სასმელი გემოვნური თვისებებით ნახევრად ტკბილი, თეთრი ღვინის გემოთია, სამომავლო გეგმებშია სხვა გემოების დამატება ჩვენი სასმელების ფერებით, მოგეხსენებათ, ამჟამად 5 ფერის სასმელი გვაქვს და გვსურს, ყველას განსხვავებული გემო ჰქონდეს, ამასთან, აქტიურად ვმუშაობთ სხვა სასმლის დამატებაზეც, გარდა ღვინისეული სასმლისა”, - აღნიშნა ნათია მამალაშვილმა.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, დამფუძნებელი ასევე აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ქსელურ მაღაზიებთან.

“ჩვენი პროდუქციის შეძენა ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინაა შესაძლებელი, თუმცა, აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ქსელურ მაღაზიებთან და დელივერი სერვისს კომპანიებთან”, - დასძინა მან.

“ისტორია ვაინი” საქართველოს ბაზარზე 2 წლის წინ, განსხვავებული კონცეფციით გამოჩნდა და იანვარში დაიწყო ბრჭყვიალა ღვინოზე მუშაობა. გუნდში 5 ადამიანია გაერთიანებული, ამ ეტაპზე, სასმლის ფასი 59 ლარია. ბრენდს ღვინის ჩამოსხმაში კომპანია „მარნის კარი“ ეხმარება.