მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს ისტორიულად მაღალი სავალუტო რეზერვები გვაქვს, თუმცა ზრდა უნდა გაგრძელდეს - გვენეტაძე

63fc7f7851276
შოთა ტყეშელაშვილი
27.02.23 14:03
938
სტატიაში საუბარია:
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მისი 7-წლიანი საქმიანობის შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა. მან სებ-ის მიერ გატარებული რეფორმების, მათ შორის სავალუტო რეზერვების მართვის შესახებაც ისაუბრა. კობა გვენეტაძის თქმით, ამჟამად რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, თუმცა მათი დამატებითი ზრდა მნიშვნელოვანია.

“აქ შეკრებილ საზოგადოებას ნამდვილად არ ჭირდება იმის ახსნა, თუ რას ნიშნავს ქვეყნისათვის საერთაშორისო რეზერვების ადეკვატური ოდენობის ფლობა. ეს არის სუვერენული რეიტინგების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი, ეს არის ინვესტორების ნდობა, ეს არის ღირსეული ადგილი საერთაშორისო პარტნიორების გვერდით. ნამდვილად მეამაყება, რომ სწორი პოლიტიკით ეროვნულ ბანკს დღეს ისტორიულად მაღალი 4.8 მლრდ დოლარი მთლიანი საერთაშორისო რეზერვი აქვს. თუმცა, საკმარისი არც ეს არის და რეზერვების ზრდა უნდა გაგრძელდეს,”- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ცნობისთვის, 2023 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა 4.9 მილიარდი დოლარია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში სავალუტო რეზერვების ზომა 821 მილიონი დოლარით, ანუ 20%-ით გაიზარდა. 

საერთაშორისო რეზერვებიდან 4.425 მლრდ დოლარი უცხოური ვალუტის რეზერვებზე მოდის. თანხის ნაწილი (2.88 მლრდ დოლარი) ფასიან ქაღალდებშია ჩადებული, ნაწილი 1.5 მლრდ კი, ნაღდი უცხოური ვალუტა და დეპოზიტებია. საერთაშორისო რეზერვები მოიცავს IMF-ის სესხების სპეციალური უფლებებს ანუ ანუ SDR-ებს, რაც 462.3 მლნ-ს შეადგენს.