დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარაძის და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სხდომა იმართება. ბრალდებულების ადვოკატი ზვიად კორძაძე არ გამორიცხავს, რომ მოსამართლემ დღეს საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადოს.
“ჩვენ მოსამართლის გადაწყვეტილებას დეკემბერშიც ველოდით; ასე იყო გაწერილი, თუმცა მოგეხსენებათ, ჩვენი საბოლოო სიტყვის შემდეგ პროკურატურამ დრო მოითხოვა. პროცედურულად დარჩენილია რეპლიკები, რაც დიდ დროს არ მოითხოვს და ბრალდებულების საბოლოო სიტყვები. შესაბამისად, სრულიად შესაძლებელი და მოსალოდნელია 11 იანვარს დამთავრდეს განხილვა და მოსამართლემ დაადგინოს განაჩენი. სხდომაზე პროკურატურა იტყვის საკუთარ რეპლიკას ჩვენს საბოლოო სიტყვაზე. ჩვენ რეპლიკა გვექნება მათ საბოლოო სიტყვაზე. ეს პროცესი შეიძლება მაქსიმუმ 1-1.5 საათი გაგრძელდეს საბოლოო სიტყვების ჩათვლით. ამის შემდეგ პროცედურულად არაფერი რჩება. დანარჩენი უკვე მოსამართლის გადასაწყვეტია”, - აცხადებს კორძაძე.
მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის 24 ივლისს განაცხადა, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ბრალდებულები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, მათ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
რატომაა დაუსაბუთებელი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის მიმართ ბრალი - დაცვის მხარის არგუმენტები
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი