27.ნოემბერი .2019 09:00

დღეს „ჯორჯიან თაიმსის“ და „გორბის“ ორგანიზებით, ბიზნესრეიტინგის მე-20 ღონისძიება იმართება

views 297
უკან

დღეს, 20:30 საათზე, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ და „გორბი“ ბიზნესრეიტინგის მე-20 საიუბილეო, საზეიმო ცერემონიალს, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ მართავენ.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, ბიზნეს დაჯილდოებამ საერთაშორისო მასშტაბები შეიძინა და მუდმივად ექცევა როგორც ქართული, ასევე უცხოური მედიის და ბიზნეს საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. ღონისძიების მიმდინარეობისას, ჟურნალისტებს ეძლევათ საშუალება შეხვდნენ წამყვან ბიზნეს ლიდერებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, სამთავრობო დელეგაციიდან მინისტრებსა და მათ მოადგილეებს.

როგორც წინა წლებში, წელსაც ღონისძიებას გააშუქებს 34-მდე მედია საშუალება, რისთვისაც, ,,ჯორჯიან თაიმსი“, ერთგულებისთვის მათ მადლობას უხდის. ბიზნესმენებთან ერთად, წელსაც მუდმივი მხარდაჭერისთვის მედიის წარმომადგენლებიც დაჯილდოვდებიან.

მე-20 საიუბილეო ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების მედიამხარდამჭერი ქართული მედიიის ფაქტობრივად სრული სპექტრია:

1. საზოგადოებრივი მაუწყებელი
2. იმედი
3. რუსთვი 2
4. ფორმულა
5. ტვ პირველი
6. პალიტრა ნიუსი
7. ობიექტივი
8. სტარვიზია
9. მუზიკბოქსი
10. რადიო ჰოლდინგი ფორტუნა
11. თბილისელები
12. ჯორჯიან თაიმსი
13. კავკასიან ბიზნეს ვიკი
14. რეზონანასი
15. პრაიმთაიმი
16. ბანკები და ფინანსები
17. სვობოდნაია გრუზია
18. ვერსია
19. ქართული აზრი
20. საქართველოს რესპუბლიკა
21. BM.ge
22. Geotimes.ge
23. Award.com.ge
24. Kvira.ge
25. Georgianpress.ge
26. For.ge
27. Liderinfo.ge
28. NewsDay.ge
29. Reportiori.ge
30. Faxinternews.ge
31. Metronome.ge
32. Timer.ge
33. Fact2.ge
34. Firstnews.ge

ტრადიციულად, წელსაც ბიზნესრეიტინგის ღონისძიებაზე საუკეთესო მედია საშუალებას ბიზნესმესმენები დაასახელებენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა