23.ივნისი .2022 22:56

„დღეს კარგი დღეა ევროპისთვის, ვულოცავ პრეზიდენტ ზელენსკის, პრემიერებს ღარიბაშვილს და სანდუს" - ფონ დერ ლეიენი

„დღეს კარგი დღეა ევროპისთვის, ვულოცავ პრეზიდენტ ზელენსკის, პრემიერებს ღარიბაშვილს და სანდუს" - ფონ დერ ლეიენი
views 992
უკან

„დღეს კარგი დღეა ევროპისთვის, ვულოცავ პრეზიდენტ ზელენსკის, პრემიერ ღარიბაშვილს და პრემიერ სანდუს. თქვენი ქვეყნები ევროპული ოჯახის ნაწილია. დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილება ჩვენი ლიდერების მხრიდან ამას ადასტურებს", - ასე ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მოლდოვას და უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, ხოლო საქართველოს - პერსპექტივა.

„ეს გადაწყვეტილება ყველას გვაძლიერებს. ეს აძლიერებს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს რუსული იმპერიალიზმის წინაშე. და ეს აძლიერებს ევროკავშირს, ვინაიდან ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ მსოლფიოს, რომ ჩვენ ვართ ერთიანი და ძლიერი გარე საფრთხეების წინაშე“, - წერს ურსულა ფონ დერ ლეიენი.

"ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა" - შარლ მიშელი

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა