მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, კობა გვენეტაძე სავალუტო ბაზრის ახალი რეფორმის პრეზენტაციას გამართავს

5f152cbdd3d55
თელარა გელანტია
20.07.20 10:22
1013
დღეს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე სავალუტო ბაზრის ახალი რეფორმის პრეზენტაციას გამართავს.

როგორც bm.ge-ის სებ-იდან აცნობეს, რეფორმა, რომლის მიზანია სავალუტო ბაზრის უფრო მეტი გამჭვირვალობა და კონკურენციის ზრდა, ითვალისწინებს ახალი სტანდარტების დაწესებასა და ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმის - Bmatch დანერგვას.

ახალი სავაჭრო პლატფორმის მნიშვნელობაზე ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ლალიაშვილი ისაუბრებს.

პრეზენტაცია ეროვნული ბანკის ოფიციალურ Facebook გვერდზე 12:00 საათზე დაიწყება.