მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, კონფერენცია "უსაფრთხო ინტერნეტის დღე - Safer Internet Day 2020" იმართება

5e413b86013a4
თელარა გელანტია
11.02.20 09:00
4008
დღეს, სასტუმრო “რუმსში“ კონფერენცია „უსაფრთხო ინტერნეტის დღე - „Safer Internet Day 2020“ იმართება.

როგორც bm.ge-ის ნათია თურნავას უწყებიდან აცნობეს, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს, სხვადასხვა სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„უსაფრთხო ინტერნეტის დღე“ 2005 წლიდან თებერვალში აღინიშნება “ინსეიფ/ინჰოუპ” (Insafe/INHOPE) ერთობლივი ქსელის ორგანიზებით და ევროკომისიის მხარდაჭერით. ის წარმოადგენს გლობალურ მოძრაობას, რომელიც ეძღვნება უსაფრთხო ინტერნეტ გარემოს შექმნას, განსაკუთრებით ბავშვებისთვის და ახალგაზრდა თაობისთვის.

„უსაფრთხო ინტერნეტის დღე“ საქართველოში პირველად 2019 წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს თანაორგანიზებით აღინიშნა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა პარალელური ღონისძიებები გაიმართა.