04.აპრილი .2020 19:34

დღეს კორონავირუსისგან საქართველოში 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ - 31-ია

views 532
უკან

ინფექციური საავადმყოფო 3 გაჯანმრთელებულმა პაცინეტმა დატოვა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ჯამში ინფექციური საავადმყოფოდან 25 გამოჯანმრთელებული პაცინეტი გაეწერა.

"სულ ქვეყანაში იყო 28 გამოჯანმრთელებული პაცინეტი, დღეს გვყვავს უკვე 31, რომელთაგან 25 ჩვენი ცენტრში გამოჯანმრთელებული პაცინეტია", - განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 157-ია, აქედან 31 გაჯანმრთელებული, ერთი კი გარდაცვლილი.

საკარანტინე სივრცეებში 5526 პირია განთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 344.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა