11.სექტემბერი .2020 10:45

დღეს კულტურის სფეროს წარმომადგენლები აქციას მართავენ

views 466
უკან

დღეს, 18:00 საათზე პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია იმართება, სადაც კულტურის სფეროს წარმომადგენლები იმ რეგულაციების გადახედვას მოითხოვენ, რომელიც COVID 19-ის პანდემიამ განაპირობა.

„ჩვენ გავაპროტესტებთ ე.წ. მსოფლიო პანდემიის ფონზე უმუშევრობის ხელოვნურ მორევს და მასში ჩახრჩობას. ვერთიანდებით ყველა პროფესიის ადამიანი და ჩვენი ოჯახის წევრები“, - ამბობს bm.ge-ისთან აქციის ორგანიზატორი ლევან გულბათაშვილი.

გულბათაშვილის თქმით, კულტურის სფერო ერთ-ერთია, რომელიც მარტში გამოცხადებულმა საგანგებო მდგომარეობამ ყველაზე მეტად დააზარალა და სექტორი მსგავს რეგულაციებს ვეღარ გაუძლებს.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 სექტემბრიდან იუბილეების, ქორწილების, ქელეხების და სხვა სოციალური ღონისძიებების გამართვა, 10-ზე მეტი კაცის მონაწილეობით, ისევ აიკრძალა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა