07.იანვარი .2020 11:16

დღეს მაია ცქიტიშვილი გუდაურში ჩავა

views 1561
უკან

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გუდაურში, წყალმომარაგების სისტემაში არსებული შეფერხების აღმოსაფხვრელად მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნობა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ გუდაურსა და ბაკურიანში წყალმომარაგების პრობლემა ახალი წლის დღეებში დაიწყო და პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ ადგილზე ამ დრომდე არ ჩასულა არც ერთი მინისტრი. გუშინ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციასი საგანგებო შეხვედრა გამართა, რომელსაც მაია ცქიტიშვილიც ესწრებოდა.

ცნობისთვის: რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ "გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის" დირექტორი ეკატერინე გალდავა თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ის გრიგოლ მანდარიამ ჩაანაცვლა.