მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს მამუკა ხაზარაძე ტურინის იუვენტუსის ოფისში, წალენჯიხაში ბავშვთა აკადემიის შექმნის კონტრაქტს გააფორმებს

64254df185e6e
BM.GE
30.03.23 13:00
896
დღეს 13:30 (თბილისის დროით) იტალიაში, ქალაქ ტურინში მამუკა ხაზარაძე საფეხბურთო კლუბ ტურინის იუვენტუსის სათაო ოფისში, ხელს მოაწერს კონტრაქტს, წალენჯიხაში ტურინის იუვენტუსის ბავშვთა აკადემიის გახსნის შესახებ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო“ ავრცელებს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ტურინში ასევე იმყოფებიან წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა და წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია.

ხელმოწერის შემდეგ წალენჯიხაში ოფიციალურად დაიწყებს ოპერირებას მსოფლიო საფეხბურთო გრანდის ბავშვთა აკადემია.

ამ დროისთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, პროექტის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, მზადდება საერთაშორისო დონის საფეხბურთო მოედანი, ეწყობა შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭიროა ბავშვთა აკადემიისთვის.

შეგახსენებთ, რომ წალენჯიხაში ტურინის იუვენტუსის აკადემიის გახსნის შესახებ მამუკა ხაზარაძემ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ იუვენტუსის აკადემიაში, იტალიელი მწვრთნელების ხელმძღვანელობით, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის არიან მივლინებით საქართველოში, კერძოდ კი წალენჯიხაში, უკვე დაიწყო მოზარდების შერჩევის პროცესი.