02.მაისი .2020 14:44

დღეს მარნეულში, კოვიდ-19 სასწრაფოს 9 თანამშრომელს დაუდასტურდა

views 390
უკან

დღეს მარნეულში, კოვიდ-19 სასწრაფო სამედიცინო დახმარების 9 თანამშრომელს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კოვიდ ინფექცია ასევე ლაბორატორიულად დაუდასტურდა ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების 1 თანამშრომელს. ინფიცირებული პირები ინფექციური პროფილის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში არიან მოთავსებული. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დეტალური ეპიდკვლევა და დაწყებულია დაინფიცირებული პირების კონტაქტების მოძიება.

კოვიდ-19-ით დაავადებული სასწრაფო დახმარების თანამშრომელთა უმეტესობა ე.წ ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება, სადაც ჯამში 21 თანამშრომელია ინფიცირებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა