25.ნოემბერი .2019 13:10

დღეს, მეტეხის გვირაბებში ღამის საათებში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

views 175
უკან

მეტეხის გვირაბებში 25-დან 29 ნოემბრამდე 3D ლაზერული სკანირება და სტრუქტურული მდგომარეობის შემოწმება იგეგმება.

როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი სამუშაოები ორ ეტაპად, ღამის საათებში შესრულდება, რის გამოც მარცხენა და მარჯვენა გვირაბები ორ-ორი ღამის განმავლობაში დაიკეტება.

25 და 26 ნოემბერს 23:00-დან 07:00 საათამდე გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება იალბუზის ქუჩიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, იალბუზის ქუჩიდან ქალაქის ცენტრისკენ ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ორთაჭალჰესისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით.

27 და 28 ნოემბერს 23:00-დან 07:00 საათამდე გვირაბი დაიკეტება ბარათაშვილის ხიდიდან იალბუზის ქუჩის მიმართულებით. შესაბამისად, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ტრანსპორტი იმოძრავებს ბარათაშვილის ხიდის გავლით პუშკინის ქუჩის მიმართულებით.