მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს მინისტრი იმ კლინიკების მენეჯმენტს შეხვდება, რომელმაც მასთან შეხვედრა ითხოვა

600e69c65b24c
თელარა გელანტია
25.01.21 10:50
401
დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კლინიკების მენეჯმენტს შეხვდება.

Bm.ge-ის ინფორმაციით, შეხვედრა სამინისტროში 14:00 საათზე დაიწყება. მინისტრის პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ ეკატერინე ტიკარაძის და კლინიკების შეხვედრა მედიისთვის დახურულია.

შეგახსენებთ: წინა კვირას 20-მდე კლინიკამ მინისტრს სპეციალური წერილით მიმართა და შეხვედრა ითხოვა. მიზეზი სამედიცინო სექტორში არსებული მძიმე ეკონომიკური კრიზისია, რომელიც ლარის კურსის გაუფასურებით, მიმართვიანობის შემცირებით, 520-ე დადგენილებით და სხვა ფაქტორებითაა გამოწვეული.

„იმისათვის, რომ სამედიცინო სექტორმა გაუძლოს ამ ვითარებას და არ მოხდეს სექტორის სრული კოლაფსი, მოგმართავთ თხოვნით უახლოეს დღეებში მოხდეს შეხვედრა, სადაც ჩვენ ჩვენის მხრივ წარმოგიდგენთ ჩვენს ხედვებს თუ როგორ შეიძლება იქნას არიდებული თავიდან ის უმძიმესი მდგომარეობა და მისგან გამოწვეული ზიანები რომელიც უკვე გარდაუვალი ხდება“, - წერია წერილში.