მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა იმართება

608812080a1af
თელარა გელანტია
28.04.21 09:00
633
დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა იმართება.

12:00 საათზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულებისთანავე, საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას ონლაინ რეჟიმში გააცნობს.

მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კითხვები პირდაპირი ჩართვის დროს დაუსვან.
პირდაპირი ეთერი ეროვნული ბანკის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე -  fb.com/NationalBankofGeorgia/ 12:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის: მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ამჟამად 8.50%-ია.