მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს მოქალაქეებისთვის ასობით დასახელების მედიკამენტი 60-70%-ით იაფად იყიდება - პრემიერი

6253d4df538fa
ვიქტორია მღებრიშვილი
11.04.22 11:14
672
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე მისი და ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის ინიციატივით ჯანდაცვის სფეროში დაწყებულ რეფორმაზე ისაუბრა, რომლის ერთი ნაწილი ქვეყანაში იაფი მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა იყო.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს მოქალაქეებს 200-მდე დასახელების მედიკამენტის შეძენა 60-70%-ით იაფად შეუძლიათ.

„ამ მიმართულებით საკმაოდ ეფექტიანი ნაბიჯები გადავდგით და ძალიან მალე თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ, რომელიც მაღალი ხარისხის და იაფიან მედიკამენტებს აწარმოებს, ამ მედიკამენტების შემოტანა დაიწყო. დღეს 200-მდე ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტი 60-70%-ით დაბალ ფასად არის ხელმისაწვდომი. ჩვენ ამაზე გავაკეთეთ აქცენტი, ისე ჩვენს სისტემაში 10 000-ზე მეტი მედიკამენტია დარეგისტრირებული.

ამიტომ დღეს ჩვენი მოქალაქეებისთვის ასობით დასახელების მედიკამენტი 60-70%-ით იყიდება“, - განაცხადა პრემიერმა.