მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს მთავარი იარაღი ვაქცინაციაა, რაშიც ჩაფლავებული ვართ - გიგა ბედინეიშვილი

610ff86874866
ინგა მურუსიძე
09.08.21 08:55
1422
საქართველოში ინფიცირების მაჩვებელი დღითი დღე იზრდება, თუმცა მიუხედავად ამისა, რეგულაციების კონტროლი ნაკლებად ხორციელდება. რეგულაციების გამკაცრებაზე მსჯელობაც მიმდინარეობს, თუმცა ჯერ უცნობია, რა მიმართულებით განიხილავს საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვების შემოღებას. მეორე მხრივ, მთავრობის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ქვეყანის ეკონომიკა მორიგ ჩაკეტვას ვეღაც გაუძლებს.

ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ამბობს, რომ ქვეყნის ჩაკეტვა დღეს გაუმართლებელია, რადგან აღნიშნულ ვირუსზე კაცობრიობამ უკვე ბევრი რამ იცის, რაც საკმარისია იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ეკონომიკის ჩაკეტვის გარეშე მართოს პროცესი.

როგორც მან bm.ge-ს უთხრა, მთავარი იარაღი დღეს არის ვაქცინაციაა, რომელიც ბედინეშვილის თქმით, წარუმატებლად მიმდინარეობს.

“დღესდღეობით მთავარი არის ერთი რამ - ვაქცინაციის პროცესის კარგად გამართვა. მე არ მიმაჩნია, რომ დღეს მთავარი ფაქტორი უნდა იყოს ჩაკეტვები და ჩარაზვები. შეიძლება პანდემიის რაღაც ეტაპზე ეს გამართლებული იყო, მაგრამ დღეს მგონი უკვე საკმაოდ ბევრი ვიცით ამ პანდემიაზე. შესაბამისად, აშკარაა რომ ეკონომიკის ჩაკეტვა ნაკლებად გასაზღვრავს შედეგს. პანდემიას აქვს ტალღები და ამას ვერ ავცდებით, ყველაზე კარგი ბრძოლის მეთოდი კი არის ვაქცინაცია. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მთავარი არა ინფიცირების მაჩვენებლის შემცირება, არამედ ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის შემცირებაა. ამ მიმართულებით კი მთავარი იარაღი ვაქცინაციაა, რაშიც ჩაფლავებული ვართ”, - აცხადებს ფინანსისტი.