მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს მთავრობამ 140 მილიონის სახაზინო ობლიგაციები გაყიდა, მოთხოვნა 260 მლნ ლარი იყო

5dca9dcc81626
BM.GE
12.11.19 16:15
1293
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის 12 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 135 630 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.710 პროცენტით, მაქსიმალური 9.070 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.971 პროცენტით განისაზღვრა.

დღესვე შედგა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონი. ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

"აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 124 605 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.000 პროცენტით, მაქსიმალური 9.500 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.281 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 6.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში,"- ნათქვამია ინფორმაციაში. 

სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების რეალიზებით საქართველოს მთავრობა თანხას კომერციული ბანკებისგან სესხულობს. 2019 წლის განახლებული ბიუჯეტის მიხედვით, წლის ბოლომდე მთავრობა საშიანო ვალის 900 მილიონი ლარით ზრდას გეგმავს.