დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
„აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 62 285 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 8.430%-ით, მაქსიმალური - 8.490%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.455%-ით განისაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.