04.მაისი .2020 09:58

დღეს მთავრობის სხდომა გაიმართება

views 249
უკან

რამდენიმე-კვირიანი პაუზის შემდეგ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართება. ინფორმაციას პრემიერის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მთავრობის ბოლო სხდომა 12 მარტს გაიმართა. ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომები იმართებოდა.  

მინისტრთა კაბინეტის სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული. განცხადებას საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია გააკეთებს.