მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება - ინვესტორი უახლოეს გეგმებს გააჟღერებს

6061f2c3363ea
თელარა გელანტია
30.03.21 09:00
665
დღეს, 14:00 საათზე, სასტუმრო „რესპუბლიკაში“ კომპანია ENKA „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ფოკუს-სესიას გამართავს.

როგორც bm.ge-ის კომპანიიდან აცნობეს, სესიაზე განიხილება პროექტის ამჟამინდელი სტატუსი და გამოწვევები, ასევე გაჟღერდება მნიშვნელოვანი სიახლეები, რომელიც ინვესტორის უახლოეს გეგმებს უკავშირდება.

პრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან საქართველოს საელჩოები, საერთაშორისო ბიზნესასოციაციები, არასამთავრობო სექტორი, მთავრობის წარმომადგენლები და მედია.

ცნობისთვის: „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელების მოწინააღმდეგეებს 4 მოთხოვნა აქვთ:

1. გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.
2. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ."
3. გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს