29.ნოემბერი .2019 09:00

დღეს ნათია თურნავა ბიზნესს 100 საპრივატიზაცო ობიექტს გააცნობს

views 371
უკან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს, 11:00 საათზე საპრივატიზაციო ობიექტების პრეზენტაციას გამართავს.

როგორც გუშინ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა, ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ერთდროულად 100 საპრივატიზებო ობიექტი გამოვა აუქციონებზე. 

"ამ რაოდენობის პარალელური აუქციონი საქართველოში არასოდეს გამართულა. ჯამში, საუბარია 150 მლნ ლარის საწყისი საპრივატიზებო ღირებულების მქონე ქონების შეთავაზებაზე. ბიზნესს მიეცემა შესაძლებლობა, ძალიან მარტივად მიიღოს სრული ინფორმაცია საპრივატიზებო ქონებაზე, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსდება და ჩაერთოს ასეთი მასშტაბური პრივატიზების პროცესში", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა