14.იანვარი .2021 09:00

დღეს ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძიდან გეგუთის სატრანსპორტო კვანძამდე მოძრაობა შეიზღუდება

დღეს ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძიდან გეგუთის სატრანსპორტო კვანძამდე მოძრაობა შეიზღუდება
views 198
უკან

ქუთაისის შემოვლითი გზის - სამტრედიის მონაკვეთების 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების მიმდინარე სამუშაოების პროექტის ფარგლებში, „ბლექ სი გრუპის“ მიერ, ნაცვლად 15 იანვრისა დღეს დაგეგმილია საერთაშორისო მნიშნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 218-ე კმ-ზე არსებული ჭიშურას სახიდე გადასასვლელიდან 228-ე კმ-ზე არსებული გეგუთის სატრანსპორტო კვანძამდე მონაკვეთზე არასტანდარტული საგზაო ნიშნის განთავსება, რომლის სამუშაოებისათვისაც აუცილებელია, ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„ჩაკეტვა განხორციელდება ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძიდან გეგუთის სატრანსპორტო კვანძამდე, 2021 წლის 14 იანვრის 22:00 სთ-დან 15 იანვრის 01:00 სთ-მდე პერიოდში (3 საათით). დროის აღნიშნულ პერიოდში აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით და ქუთაისის და ნიკეას ქუჩების გავლით გადაადგილდება დასავლეთის მიმართულებით, ხოლო, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი გადაადგილდება გეგუთის კვანძის გამოყენებით ნიკეას ქუჩის გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა