მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, NDI მედიას საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარუდგენს

5d81fc6ecf064
თელარა გელანტია
19.09.19 09:00
764
დღეს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილს წარუდგენენ.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება მთავრობის და ინსტიტუტების საქმიანობასთან, პარტიებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული მიგნებები.

კვლევის პრეზენტაცია 10:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.