მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ

60d4971cef45a
ინგა მურუსიძე
25.06.21 09:45
634
დღეს პარლამენტში პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ. ის საკანონმდებლო ორგანოს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობასთან დაკავშირებით წლიურ მოხსენებას წარუდგენს.

სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაში საუბარია ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება; სოციალური პოლიტიკა, ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პრემიერ-მინისტრის მოხსენების შემდეგ პროცედურა კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის წესით მიმდინარეობს:

პარლამენტის წევრები შეკითხვებით მიმართავენ მომხსენებელს. თითოეული შეკითხვისთვის გამოყოფილია 2 წუთი, დაზუსტებისთვის - 1 ხოლო შეკითხვებზე პასუხებისთვის მომხსენებელს აქვს 20 წთ.

სხდომაზე კომიტეტის წარმომადგენლების გამოსვლის ხანგრძლივობაა 5 წუთია, უფრაქციო პარლამენტის წევრების - 3 წუთი.თითოეულ ფრაქციას იმდენი წუთი ეძლევა, რამდენი წევრიც არის მასში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 15 და არაუმეტეს 75 წუთისა.

გამოსვლების დასრულების შემდეგ , 10-წუთიანი რეგლამენტით მომხსენებელი პარლმენტს დასკვნითი სიტყვით მიმართავს.