24.მარტი .2023 09:48

დღეს პარლამენტში უსაფრთხოების დამატებითი ზომები იმოქმედებს - განცხადება

დღეს პარლამენტში უსაფრთხოების დამატებითი ზომები იმოქმედებს - განცხადება
views 537
უკან

საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების დამატებითი ზომებია მიღებული, - ინფორმაციას პარლამენტის აპარატი ავრცელებს.

"მიმდინარე წლის 24 მარტს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი. შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა", - ნათქვამია პარლამენტის აპარატის განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს მოუსმენენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა