02.აპრილი .2020 22:00

დღეს პატარა თუ დიდი ბიზნესი მეტ-ნაკლებად ერთ ქვაბში ვიხარშებით - სოსო ფხაკაძე

views 398
უკან

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა და „ვისოლ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა სოსო ფხაკაძემ ტვ „პირველის“ ეთერში საუბრისას ონლაინ მომსახურების მიწოდების შეზღუდვის შესახებ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ თუ ეს პროცესები დროში გაიწელა სერიოზული პრობლემები შეექმნება დიდსა თუ მცირე ბიზნესებს.

„ჩვენ ჯგუფში რომ აიღოთ ონლაინ გაყიდვების მიმართულებით 8 კომპანიაა, აქედან ზოგი პატარა კომპანიაა, არის ჩვენი გარკვეული ბიზნესები დახურული და რასაკვირველია დროსა და სივრცეში თუ გაიწელა ეს პროცესები, სერიოზული პრობლემა ექნება ყველას.

დღეს პატარა, საშუალო თუ დიდი ბიზნესი მეტ-ნაკლებად ერთ ქვაბში ვიხარშებით და ერთ დღეში ვიქნებით, ამიტომ ყველაზე კარგი დროა სოლიდარობის და გვერდში დგომის და ყველა უნდა შევეცადოთ ხელისუფლებასთან ერთად გამოვიდეთ ამ საერთო ეკონომიკური კრიზისიდან.

რა საკვირველია ვიღაცა 2 თვე გაუძლებს პრობლემებს, ვიღაცა 2 კვირა, ვიღაცა 2 დღე ვერ გაუძლებს, ან ვიღაცა 3 თვე გაუძლებს. ჩვენ ახლა ეკონომიკური ტერმინოლოგიით რომ ვისაუბროთ, გვაქვს როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების შოკი, სრულიად გაურკვეველი სიტუაციაა და ასევე არ ვიცით სად მივალთ. ეკონომიკურ ისტორიაში ასეთი კრიზისები და ციკლები სულ ხდება, მაგრამ როდესაც კრიზისი იწყება კონკრეტულად იცი დაავადება საიდან მოდის, მაგრამ ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით კონკრეტული დიაგნოზის დასმა ძალიან რთულია“, - განმარტა სოსო ფხაკაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა