მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს პრეზიდენტს პარლამენტში ელოდებიან

64257e94ba967
BM.GE
31.03.23 09:00
363
დღეს, 31 მარტს, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენენ.

„რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მივმართავთ პრეზიდენტს. შესაბამისად, 31 მარტს, 12:00 სთ-ზე, საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიურ მოხსენებას წარადგენს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისივე განცხადებით, პრეზიდენტის გამოსვლის შემდგომ, ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები გამოვლენ სიტყვით. რეგლამენტის მიხედვით, სხვა სახის გამოსვლები და კითხვები სხდომაზე არ იქნება.