მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, პროექტის - „ტურიზმი 4.0 შავი ზღვისთვის“ ფარგლებში ვორკშოპი გაიმართება

5fda079fc957f
ვიქტორია მღებრიშვილი
17.12.20 09:00
812
დღეს, 15:00 საათზე „ტურიზმის ინსტიტუტი“ ორგანიზებითა და ევროპის საზღვაო და თევზის მრეწველობის ევროპული ფონდის თანადაფინანსებით ონლაინ სივრცეში, ვებინარის სახით თემაზე „ტურიზმი 4.0 შავი ზღვისთვის - მონაცემთა ანალიზი ტურიზმის მდგრადი განვითარების სტრატეგიებისთვის“ ვორკშოპი გაიმართება.

როგორც BM.GE-ის „ტურიზმის ინსტიტუტიდან“ აცნობეს, ვორკშოპი პროექტის „ტურიზმი 4.0 შავი ზღვისთვის - T4BS“ (www.t4bs.eu ) ფარგლებში იმართება, რომელიც ევროკომიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

„პროექტი „T4BS“ მიზნად ისახავს დიდ მონაცემთა (Big Data) ანალიტიკის შესაძლებლობების ჩვენებას ტურიზმის განვითარების ჭრილში. შესაბამისად, იგი დაეხმარება ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს ტურიზმის მდგრად განვითარებაში და ადგილობრივი საზოგადოებისათვის ტურიზმის მიერ გენერირებული სოციო-ეკონომიკური შედეგების გაუმჯობესებაში. პროექტს ახორციელებს 6 პარტნიორი 5 ქვეყნიდან - სლოვენია, საბერძნეთი, საქართველო, უკრაინა და რუმინეთი.

პროექტის ერთ-ერთი საკვანძო ხელსაწყო „ტურიზმის გავლენის მოდელი“ (TIM – Tourism Impact Model) სულ ეხლახანს გახდა საუკეთესო ინოვაციური პროექტი ხელოვნური ინტელექტის და მონაცემთა ანალიტიკის კუთხით (The Best Innovation on AI and Data Analytics Award) „ტურიზმის ინოვაციების სამიტზე 2020“ (Tourism Innovation Summit 2020).

სწორედ აღნიშნული ხელსაწყოს (TIM) საშუალებით ვორკშოპზე წარმოდგენილი იქნება ქალაქ ბათუმის ტურიზმის მდგრადი განვითარების მაგალითი, სადაც ევროპელი ექსპერტები განიხილავენ ტურიზმის დიდი მონაცემების შეგროვების გამოწვევებს, მათი გაანალიზების საფუძველზე დამდგარ შედეგებს და დიდ მონაცემთა ანალიტიკის პერსპექტივებს საქართველოში“, - აცხადებენ „ტურიზმის ინსტიტუტში“.

ვორქშოპის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ დაინტერესებული მხარეების ჩართულობა და უკუკავშირი პროექტის მიზნების განხორციელებისათვის უმნიშვნელოვანესია. ვოკრშოპზე, ასევე, განიხილება პროექტში მონაწილეთა ჩართულობის და თანამშრომლობის შესაძლებლობები, ასევე ის სარგებელი, რაც მასში ჩართვის მსურველმა პარტნიორებმა შეიძლება მიიღონ.