15.ოქტომბერი .2019 09:45

დღეს ქართულ-ესტონური საგზაო-სამშენებლო ფორუმი იმართება

views 332
უკან

დღეს, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით, ქართულ-ესტონური საგზაო-სამშენებლო ფორუმი გაიმართება.

როგორც bm.ge-ის ასოციაციიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში, მისასალმებელი სიტყვით აუდიტორიის წინაშე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე, ესტონეთის კონსული საქართველოში - იურგო ლო და ესტონეთის საგზაო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - იანარ ტუკი წარსდგებიან.

ფორუმზე პრეზენტაციებს საქართველოს და ესტონეთის საავტომობილო გზების დეპარტამენტების, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ესტონური და ქართული კერძო კომპანიების წარმომადგენლები წარმოადგენენ.

ფორუმის მიზანია, ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, საგზაო უსაფრთხოების, ინოვაციური ტექნოლოგიების, საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურის რაციონალური მართვა/გაუმჯობესების, გზების მოვლა-შენახვის და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

ესტონური დელეგაციის შემადგენლობაში ესტონეთის საგზაო დეპარტამენტი, ტალინის ტექნიკური უნივერსიტეტი და კერძო ესტონური კომპანიები არიან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა