მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს ქართულ-ფინური ბიზნეს-ფორუმი გაიმართება

63569b32880ee
BM.GE
25.10.22 09:00
627
დღეს, 25 ოქტომბერს, 10.00 საათზე, სასტუმრო სტამბას „Garden Hall”-ში ქართულ-ფინური ბიზნეს-ფორუმი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ფინელი და ქართველი დიპლომატები, ქართულ-ფინური ბიზნეს ასოციაციის, საბანკო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას GFSIS-ი ავრცელებს.

შეხვედრის მიზანია საქართველოსა და ფინეთს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერება, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოს ახალი გლობალური პერსპექტივების განხილვა.

ფორუმს გახსნიან: ნინა ვასკუნლატი, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; კირსტი ნარინენი, ფინეთის ელჩი სამხრეთ კავკასიაში; ეკატერინე მეტრეველი, რონდელის ფონდის პრეზიდენტი და ფინეთის საპატიო კონსული საქართველოში; იაკო ლაკსო, ფინეთ-საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი; და ნოშრევან ლომთათიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი.