მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს "აწარმოე საქართველოში" სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას გამართავს

5df64037af5be
BM.GE
16.12.19 09:00
1141
დღეს სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ინვესტიციების დეპარტამენტის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას გამართავს. 

ღონისძიება 10:30 საათზე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება. 

როგორც bm.ge-ის "აწარმოე საქართველოდან" აცნობეს, ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ქალბატონი ნათია თურნავა გახსნის. 

პრეზენტაციას დაესწრებიან, როგორც საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის და დონორი ორგანიზაციების, ასევე, ქართული საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.