მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს "სინოვაკით" ასაცრელად რეგისტრაცია იწყება

60a67d105e1f7
BM.GE
21.05.21 09:00
732
დღეს, 12:00 საათიდან "სინოვაკის" ვაქცინით რეგისტრაციის პროცესი იწყება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თავად აცრის პროცესი 24 მაისიდან დაიწყება.

როგორც NCDC-ში განმარტავენ, "სინოვაკის ვაქცინა, სინოფარმის მსგავსად, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ინაქტივირებული ვაქცინაა.

ოფიციალური მონაცემებით, სხვადასხვა ქვეყნებისთვის მიწოდებულია 260 მლნ. დოზა სინოვაკის ვაქცინა.

აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად მოქალაქეები უნდა ეწვიონ ვებ-გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკონ ნომერზე 1522.