20.დეკემბერი .2019 13:11

დღეს "ზვიად კორძაძის გამომცემლობის" პრეზენტაცია გაიმართება

views 150
უკან

დღეს, 19:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში "ზვიად კორძაძის გამომცემლობის" პრეზენტაცია გაიმართება.

პრეზენტაციაზე გამომცემლობის ახალი პროექტის – "აკრძალული იურიდიული ლიტერატურისა" და აღნიშნული სერიის პირველი სამი წიგნის წარდგენა მოხდება.

"ზვიად კორძაძის გამომცემლობის" პრეზენტაცია დახურული ღონისძიებაა და მას ქვეყნის იურიდიული სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან. მოწვეულ სტუმართა შორის არიან საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საერთო სასამართლოების მოსამართლეები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ისევე როგორც ადვოკატები, მწერლები და ბიზნესმენები.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა