მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს "რიყე ბაზარი" გაიხსნა – რას სთავაზობს ახალი სავაჭრო სივრცე მომხმარებლებს

5e3fdac3d951b
BM.GE
09.02.20 14:20
8930
დღეს თბილისის ცენტრში, მშვიდობის ხიდის ქვეშ, "რიყე ბაზარი" გაიხსნება, რომელიც სავაჭრო, უნიკალური სივრცეა. 

ეს არის ბაზრის თანამედროვე ვარიანტი, რომელშიც განთავსებულია მხოლოდ ქართული კომპანიები, რომლებიც განსაკუთრებულ პროდუქციას წარმოადგენენ და საინტერესოდ წარმოაჩენენ ქვეყნის ისტორიასა და კულტურას.

"ადგილის უნიკალურობა გამოიხატება იმაში, რომ საქართველოში ასე ერთად წარმოდგენილი მხოლოდ ქართული ნაწარმი/პროდუქცია არსად გვხვდება და ეს ტურისტებისთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს.

აქ მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ერთ სივრცეში შეიძინონ ქართული წარმოების სასმელები, ყველი, ჩურჩხელა და სუვენირები; ქართველი დიზაინერების მიერ შქემნილი აქსესუარები, ტანსაცმელი და სამკაულები. აქ შეხვდებით როგორც უკვე კარგად ნაცნობ ბრენდებს, ასევე ნაკლებად ცნობად მაგრამ არანაკლებ გამორჩეულ და საინტერესო პროდუქციას", – აცხადებენ სავაჭრო სივრცის ორგანიზატორები.

"რიყე ბაზარი" სტუმრებს დღეს, 12:00-დან 20:00 საათამდე უმასპინძლებს.