მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, საერთაშორისო ციფრული სამიტი - Touch გაიხსნება

5db81fef4d5cf
თელარა გელანტია
30.10.19 09:45
2476
დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, დღეს, მეოთხე საერთაშორისო ციფრული სამიტი - Touch გაიხსნება.

ორდღიანი ღონისძიების ორგანიზატორები არიან კრეატიული ციფრული სააგენტო Onesoul და „თბილისი სტარტაპ ბიურო“. სამიტში მონაწილეობას მიიღებს 15-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი.

Touch - ინტელექტუალური პლატფორმაა, რომელიც ციფრულ ინდუსტრიაში ჩართულ პირებს და ორგანიზაციებს აერთიანებს. პროექტის მიზანია წარმატებული საერთაშორისო კომპანიების გამოცდილების გაზიარება, ახალგაზრდების დაინტერესება ტექნოლოგიებით და საქართველოში ციფრული ბიზნესის განვითარება.

საერთაშორისო ციფრული სამიტის სპიკერები იქნებიან, ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, როგორიც არის: Nike, Nasa, Google, Amazon, Neuralink, SpaceX, The Next Web, Facebook, Smashing Media AG, BlaBlaCar, Google, IBM, Nextech Ventures, SWG, MaxinAI, Bank of Georgia, lemlist, StartersHub, Grammarly, Aligned Research, Group, TWINO, UniPAY.com, Swedbank, digitalswitzerland, Barkas, Stage-Co, Leavingstone, Neurons Lab, Beetroot Academy, Indiegogo, TopTal, Zalando, Smashing Magazine, Planable, UiPath, Pulsar AI, AdjaraGroup და სხვა.

სპიკერების გარდა, სამიტზე გაიმართება თემატური პრეზენტაციები, ვორქშოპები, გამოფენები, B2B შეხვედრები და მასტერკლასები.

წლევანდელი ღონისძიების ძირითადი თემებია: პროდუქტის შექმნა, დიზაინის როლი ბიზნესში, მონაცემთა ანალიზი, შემოქმედებითი ინდუსტრიები, გუნდთან მუშაობის კულტურა, მომავლის ტექნოლოგიები, ქალები ტექნოლოგიებში და ა.შ.