მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს საქართველოსა და მსოფლიოში "მსოფლიო სურსათის დღე" აღინიშნება

616a8227ace94
BM.GE
16.10.21 11:39
585
16 ოქტომბერს საქართველოში, ისევე როგორ მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში, "მსოფლიო სურსათის დღე", აღინიშნება. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ამ დღეს მსოფლიოს შეახსენებს იმ გლობალურ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც პლანეტის მოსახლება დგას.

"პანდემიის პერიოდში დაახლოებით 100 მილიონით გაიზარდა მსოფლიოში იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც საკვებზე ხელი არ მიუწვდება. FAO-ს განახლებული მონაცემებით, მოშიმშილე ადამიანთა რაოდენობა 811 მილიონს აღწევს. პარადოქსია ის ფაქტი, რომ, რეალურად, მსოფლიოში საკმარისი რაოდენობის სურსათი იწარმოება, საიდანაც 14% წარმოების პროცესში, ხოლო 17% მოხმარებისას იკარგება. ამას ემატება მავნებლებისა და დაავადებების ზემოქმედება, ბუნებრივი კატასტროფები, ბიომრავალფეროვნებისა და ჰაბიტატების განადგურება, კონფლიქტები და, შედეგად, შეუძლებელი ხდება პლანეტის მოსახლეობის დაპურება,"- ნათქვამია FAO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.