მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს საქსტატი ივნისის ინფლაციის დონეს გამოაქვეყნებს

62c17f9baffae
თელარა გელანტია
04.07.22 09:45
492
დღეს, საქსტატი ივნისში სამომხმარებლო ფასების ინდექსს გამოაქვეყნებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე პუბლიკაცია 11:00 საათზე გამოქვეყნდება.

შეგახსენებთ: მაისში წლიური ინფლაციის დონე 13.3% იყო.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, მეორე კვარტალში საშუალო ინფლაცია 10.5% უნდა იყოს, რაც მესამე კვარტალში 8.85%-მდე, მეოთხე კვარტალში კი 7%-მდე უნდა შემცირდეს. ამავე პროგნოზით, 2023 წლის პირველ კვარტალში ინფლაცია 5.3%, მეორე კვრატალში კი 3.4% იქნება.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში იფნლაციის დონე სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს 2023 წლის მეორე კვარტალში დაუახლოვდება.