მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, საქსტატი მე-3 კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკას გამოაქვეყნებს

5deddc91763aa
თელარა გელანტია
09.12.19 09:32
840
დღეს, საქსტატი მე-3 კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინასწარ მონაცემებს გამოაქვეყნებს.

სტატისტიკური ინფორმაცია 11:00 საათზე აიტვირთება.

შეგახსენებთ: მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოში FDI დრამატულად - 53.7%-ით შემცირდა. წინასწარი მონაცემებით, ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის II კვარტალში $187 მილიონი შეადგინა.

საქსტატის განმარტებით, შემცირების მიზეზს მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის დასრულება წარმოადგენს. ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ შემცირების კიდევ ერთი მიზეზი არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება და რეინვესტიციების მოცულობის შემცირებაა.