მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს საქსტატი ოქტომბრის ეკონომიკური ზრდის მონაცემებს გამოაქვეყნებს

61a4eebb0fbb5
თელარა გელანტია
30.11.21 09:00
564
დღეს საქსტატი ოქტომბრის ეკონომიკური ზრდის წინასწარ მონაცემებს გამოაქვეყნებს. ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგგვერდზე 11:00 საათზე განთავსდება. 

პრემიერის ინფორმაციით, ოქტომბერში ეკონომიკა, დაახლოებით, 7%-ით გაიზარდა.

“წინასწარ მინდა გითხარათ, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ოქტომბრისთვის, დაახლოებით, 7%-მდეა, რაც 10 თვეში ჯამში 10.5% გამოდის.

ეს მართლაც უნიკალური, უპრეცედენტოდ მაღალი ზრდაა რეგიონში კი არა მთელ ევროპაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ სასიხარულო ამბავს”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე.