რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ ქონების გადასახადის ჩამოწერა ტურისტული ობიექტებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. მისი ინფორმაციით, რესტორნები დაზოგილი თანხით რეინვესტიციას განახორციელებენ.
არსებული ინფორმაციით, ქონება პირად საკუთრებაში რესტორნების 30%-ს აქვს. ბურჯანაძე აცხადებს, რომ დღეს რესტორნების ნაწილს უკეთესი ფინანსური მდგომარეობა აქვს, ვიდრე პანდემიამდე ჰქონდა. რაც შეეხება ფასებს, მისი ვარაუდით, მენიუები ტურისტული სეზონის დაწყების შემდეგ კიდევ გაძვირდება.
„დაკმაყოფილდებიან ისინი, ვისაც საკუთარი ქონება გააჩნიათ და არ იხდიან იჯარას, მათთვის ეს, რათქმაუნდა, მნიშვნელოვანი შეღავათია, მათ შეუძლიათ ეს თანხები არსებულ ვალდებულებებს, დასაქმებულებს მოახმარონ...ასეთი(ვისაც ფართი საკუთრებაში აქვს) რესტორნების დაახლოებით 30%-ია. ასევე გადასახადისგან თავისუფლდება ის კატეგორია, ვისაც გარეთ დასაჯდომი ადგილები აქვს, ესეც რათქმაუნდა მისაღებია.
სექტორი დღეს აღმავალ ტრენდშია, ზრდის პირობებშია. დღეს სექტორის გარკვეულ ნაწილს იმაზე უკეთესი პირობები აქვს, ვიდრე იყო კოვიდამდე. არსებობს და დარჩა დიდი ნაწილი, რომელიც ამ პრობლემებიდან ვერ გამოდის და არსებული სიტუაციის გამოსწორებას ტურიზმისგან ელოდება, იმ პერიოდებს ელოდება, როცა ქორწილების და სხვა ღონისძიების გამართვის შესაძლებლობა მიეცემა.
ჯერ არ აძვირებს ბიზნესი მენიუს, მაგრამ ფასების ზრდა გარდაუვალია. ახლაც იმდენად გაძვირებულია მომსახურება, კიდევ გაძვირებას ახლა აზრი არ აქვს, როდესაც დაიწყება ტურისტული სეზონი შემდეგ ველოდებით მენიუს გაძვირებასაც“ - განაცხადა BMG-თან საუბრისას ბურჯანაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე