მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს სასამართლო სუპერ-მარკეტს ჰგავს, მოსამართლესთან მისვლა ყველას შეუძლია - ფადი ასლი

613b87557c3dc
ნათიკო თაქთაქიშვილი
11.09.21 11:35
1450
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელ ფადი ასლის შეფასებით, „დღეს სასამართლო სუპერ-მარკეტს ჰგავს, სადაც ყველას შეუძლია მოსამართლესთან მისვლა“.

ამის შესახებ ფადი ასლიმ bm.ge-სთან ინტერვიუში ბიზნსომბუდსმენის ინსტიტუტის საჭიროებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თუ მთავრობას სურვილი ექნება სასამართლო რეფორმა გაატაროს და სასამართლო სისტემა სამართლიანად იმუშავებს, ბიზნესომბუსმენის რგოლი საერთოდ არ იქნება საჭირო.

„დღეს ბიზნესს პრობლემის გადაჭრა მხოლოდ მთავრობასთან გარიგების საფუძველზე შეუძლია, სწორედ ისე, როგორც ეს შევარდნაძის პერიოდში ხდებოდა. ისინი ვინც აცხადებენ, რომ დღეს უკეთესი სასამართლო გვაქვს, ვიდრე სააკაშვილის დროს იყო, ძალიან ცდებიან, რადგან სააკაშვილის დროს მოსამართლეებთან საუბარი მხოლოდ ზურაბ ადეიშვილს შეეძლო. დღეს კი სასამართლო სუპერ-მარკეტს ჰგავს, სადაც ყველას შეუძლია მოსამართლესთან მისვლა.

სააკაშვილის დროს კი, როდესაც დამოუკიდებელ პიროვნებას პრობლემა ჰქონდა მეორე დამოუკიდებელ პირთან, ამ პრობლემის გადაწყვეტა სასამართლოს გზით შეეძლო. ნორმალური ხალხისთვის სააკაშვილის დროს ეს ორგანო გამართულად მუშაობდა, ხოლო ახლა თუ მოსამართლე შენი მეგობარი, ნათესავი არ არის ან ფულს არ გადაუხდი ან მთავრობიდან ვინმეს არ დაარეკინებ, ვერც ერთ საქმეს ვერ მოიგებ.

ამასთან, ვერც ერთი უცხოური კომპანია აქ სასამართლოს ვერ მოიგებს და არც მახსენდება მსგავსი შემთხვევა „ფილიპ მორისის“ და BAT-ის გარდა, რადგან ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ თუ ქართული კომპანიების მისამართით პროტექციონისტულ მიდგომას გამოიყენებს, ისინი არჩევნებში ხმას ხელისუფლებას მისცემენ. ეს არის, რაც ბოლო ცხრა წელია ხდება“, - აცხადებს ფადი ასლი.