20.მარტი .2020 12:55

დღეს სავარაუდოდ, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვს ერთი დაემატება – ტიკარაძე

views 210
უკან

დღის ბოლომდე, სავარაუდოდ, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვს ერთი დაემატება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, შემთხვევა აჭარაშია დაფიქსირებული.

"ასევე გვაქვს მეოთხე სავარაუდო დადასტურებული შემთხვევა აჭარაში და დღის ბოლოს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოგახსენებთ ზუსტ ინფორმაციას ამ პაციენტის მდგომარეობაზე", - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 43-ს შეადგენს, მათგან ერთი გამოჯანმრთელებულია. სამი შემთხვევა დღეს დადასტურდა.